მთავარიკურსებიდასაქმება

დისტანციურად დასაქმების ვებგვერდები

კატეგორია: დასაქმება
დისტანციურად დასაქმების ვებგვერდები

დღეს უკვე უამრავი დისტანციური დასახელების სამსახურია ხელმისაწვდომი. პანდემიამ განსაკუთრებულად შეცვალა, როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულების დამოკიდებულება ოფისში მუშაობის აუცილებლობაზე.

მნიშვნელოვანია სამი კრიტერიუმის გათვალისწინება:

1.უცხო ენის ცოდნა (უმეტეს შემთხვევაში ინგლისური)

2.ინტერნეტთან წვდომა

3.თვითდისციპლინის უნარი

ეს არის სია, სადაც დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობებს ნახავ. ვაკანსიების დათვალიერებისას, ყურადღება მიაქციე ეროვნების გრაფას, ზოგჯერ წერია, რომ მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეს აქვს ამ კომპანიაში დასაქმების საშუალება, თუმცა ხშირად იპოვი ისეთ ვაკანსიას, რომლის კარიც მთელი მსოფლიოსთვის ღიაა. დავიწყოთ!

https://remote.co/

აქ ნახავ მუდმივად განახლებადი ვაკანსიების ჩამონათვალს და ასევე იმ კომპანიების სიას, რომლებიც ხშირად აცხადებენ დისტანციურ ვაკანსიებს.

https://remotive.io/

ამ ვებგვერდს საკმაოდ მოსახერხებელი ინტერფეისი აქვს, სიმბოლოების საშუალებით მარტივად ხედავ, სად არის კომპანია დაფუძნებული, რა ეროვნების კადრს ეძებს და რა ხელფასს სთავაზობს სამსახურის მაძიებელს.

Letsworkremotely

ამ პლატფორმაზე უფრო ხშირად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიები აქვეყნებენ ვაკანსიებს, თუმცა ფილტრის საშუალებით შეგიძლია იპოვო შეთავაზებები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

authenticjobs

ეს ვებგვერდი ფოკუსირებულია დიზაინერებზე, შემოქმედებით პროფესიებზე და დეველოპერებზე. იდეალურია მათთვის, ვინც არის UX დიზაინერი, გრაფიკული დიზაინერი, ან ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი.

weworkremotely

Weworkremotely ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განახლებადი პლატფორმაა. ფილტრის საშუალებით შეგიძლია მონიშნო ‘’anywhere from the world’’ (მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან) და სამუშაო გრაფიკი- სრული განაკვეთი ან კონტრაქტი.

flexjobs

ამ ვებგვერდზე ვაკანსიების გარდა ნახავ სტატიებს და რჩევებს სამსახურის ძიების პროცესის შესახებ, შეგიძლია დაესწრო სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებებს და ვებინარებს. ვაკანსიებიც საკმაოდ მრავალფეროვანი დასახლებისაა.

Euremotejobs

Euremotejobs-ზე 75% ვაკანსიები ევროპული კომპანიების მიერაა გამოქვეყნებული, დანარჩენი 25%- შუა-აღმოსავლეთსა და აფრიკაში. გაფილტვრა შეგიძლია არამხოლოდ ადგილმდებარეობის, არამედ შენი სამუშაო გამოცდილების წლების მიხედვით.

www.indeed.com

Indeed ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლატფორმაა დისტანციურად დასაქმების სფეროში. ვებგვერდს ასევე განასხვავებს ის, რომ უმეტესობა მომხმარებელი და დასაქმებული კომპანიას მომხმარებელი რეიტინგს ანიჭებს, რაც მათი კმაყოფილების დონეს ასახავს.

workew

Workew იდეალური საძიებო ადგილია შემდეგი პროფესიებისთვის: მწერალი/რედაქტორი, დეველოპერი, პროექტის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი და UX დიზაინერი. ასევე ვებგვერდს აქვს ცალკე კატეგორია ‘’კრიპტო სამსახურები’’.

remoteok

ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ამომწურავი პლატფორმაა, აქ ყველა პროფესიის ადამიანისთვის მოიძებნება ვაკანსია. საძიებო სისტემაში მონაცემების დეტალურად გაფილტვრას შეძლებ.

workingnomads

Workingnomads-ს საკმაოდ დახვეწილი და ორგანიზებული ინტერფეისი აქვს, რაც ძიების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. ასევე აქვს ფუნქცია, ვარსკვლავის მონიშვნით სასურველ ვაკანსიებს თავი ერთად მოუყარო და შემდეგ ერთად შეუდგე აპლიკაციების შევსებას.

Skipthedrive

ვებგვერდს ვაკანსიების გარდა, სხვა ფუნქციებიც აქვს: დანაზოგის გამოთვლა, ნახევარი განაკვეთის სამუშაოები, კომპანიების სია, აპლიკაციის პროცესის თვალყურის დევნება


წინა
ყველაზე მოთხოვნადი უნარები დისტანციურად სამუშაოდ

Dabudu.com

10 ონლაინ ვაკანსია, რომელსაც გამოცდილება არ სჭირდება

კატეგორიები

კურსებიდასაქმებასასარგებლო ინფორმაციარატომ დაბუდუ?

დაგვიკავშირდით

სოციალური მედია